გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების სიტუაცია განიხილა.
ანგელა მერკელმა უკრაინის ლიდერი დაარწმუნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზხაიბერტის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბელარუსის უკრაინასა და ევროკავშირთან საზღვრებზე არსებული ვითარება.
„უკრაინის დამოუკიდებლობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის“, - აღნიშნა შტეფენ ზაიბერტმა.