ბოლო დროს აქტიურად მუსირებს აზრი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის გიჟად გამოცხადებას აპირებენ და ამ ხერხით სურთ მისი ციხიდან დახსნა. ამ ვერსიას ამყარებს სააკაშვილის თანაგუნდელებისა და მისივე ადვოკატების განცხადებები, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ფსიქიატრის ჩართვას და ფსიქიატრიული დასკვნის დადებას ითხოვენ.
სააკაშვილის ფსიქიკურ აშლილობაზე დასკვნის მოთხოვნა შესაძლოა, მართლაც მისი ციხიდან დახსნის მცდელობად შეფასდეს,თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ოპოზიციის გარკვეული ფრთა სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ესწრაფვოდეს, მით უმეტეს, ედუარდ სააკაშვილმა, გაცილებით საზარელი დაშვება გააკეთა, რომ მავანნი, მამამისის სიკვდილით იყოს დაინტერესებული.
ყველა ამ თემაზე, for.ge-ს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები მათი პარტის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მის გიჟად გამოცხადებას აპირებენ. თუ მართლა ასე მოხდა, რასთან გვექნება საქმე?
- გიჟად გამოცხადება ყველას შეუძლია, მაგრამ სამედიცინო ტერმინით თუ ვისაუბებთ, მის ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე დასკვნის დადება მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ. თავისი პარტიის წევრები გიჟად გამოაცხადებენ თუ არა, ეს მათი ნებაა.
მისმა ადვოკატებმა, სწორედ, ფსიქიატრის დასკვნა მოითხოვეს...
- მათი სურვილი და მიზანი ის არის, რომ რამენაირად სააკაშვილი კანონირი სასჯელის მოხდისგან იხსნან. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ამ მეთოდსაც მიმართონ და ის ფსიქიატრიულ ავადმყოფად გამოიყვანონ. ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ არ მინდა კომენტრის გაკეთება, ვიდრე საკითხი ოფიციალურად არ გაჟღერდება.
თუ ასე მოიქცნენ, ნიშნავს ეს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილება სურთ და მის გარეშე უნდათ უკვე პოლიტიკური ცხორების გაგრძელება?
- ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასევე მისი საქართველოში შემოპარვასთან დაკავირებით ერთიანობა არ გააჩნიათ.
ასევე მიხეილ სააკავილის სარჩელთან დაკავშირებით, სახელმწიფომ სტრასბურგში დასკვნა გაგზავნა. რა დასკვნა გაიგზავნა და როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებთ?
- რა დასკვნა გაიგზავნა, ზუსტად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფომ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოდან იყო მოთხოვნილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოში იმყოფება. ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვთ და რა გზავნილებს ველოდებით ევროსაბჭოდან??
- ირაკლი კობახიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროსაბჭოს სტრუქტურებთან ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით საპარლამენტო სტრუქტურებთან მათი ინფორმირობისა და ჩართულობის მიზნით. ირაკლი კობახიძის ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება.
რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე გამოხმაურებას, ზოგადად, ჰუმანიტარული კუთხით არის ხოლმე გამოხმაურება. მისი სასჯელის კანონიერებასთან დაკავშირებით არავინ საუბრობს. რაც შეეხება პატიმრის უფლებების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში ეს მაღალი სტანდარტია და ამ შეთხვევაში, სააკაშვილის მიმართ აღნიშნული სტანდარტია გამოყენებული.