საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავის ჩაძირვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და გასასამართლებლად.
„საფრანგეთი არ დაუშვებს, რომ ლა-მანშის სრუტე სასაფლაოდ იქცეს და კონტრაბანდისტების ქსელებმა საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს. ევროპა დღეს გლოვობს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ერთად მოქმედებს კონტრაბანდისტების ქსელების აღსაკვეთად.
ლა-მანშის სრუტეში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრება 31 500-მა ადამიანმა სცადა, ხოლო ზღვაში კი 7 800 ადამიანი გადაარჩინეს.