პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი რაღაც უფრო უარესის საწინდარი შეიძლება იყოს.
„ვფიქრობ, რომ ის, რაც ჩვენ თვალწინ ვითარდება, ეს დრამატული მოვლენები, მხოლოდ რაღაც უფრო უარესის საწინდარი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსი ასობით მიგრანტის საზღვარზე გადაყვანას განაგრძობს.
„შაბათს, 100-მდე ძალზე აგრესიული უცხოელის ჯგუფმა, რომლებიც საზღვართან ბელარუსმა სამხედროებმა მიიყვანეს, პოლონეთში ძალით შესვლა სცადა“, - აღნიშნეს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში.
21 ნოემბერს, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის სრულ ჩაკეტვას.
8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.