უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დღეის მდგომარეობით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ალიანსის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა უკრაინამ რეფორმების დანერგვა უნდა გააგრძელოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დღეის მდგომარეობით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ალიანსის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა უკრაინამ რეფორმების დანერგვა უნდა გააგრძელოს

დღეის მდგომარეობით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ალიანსის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა უკრაინამ რეფორმების დანერგვა უნდა გააგრძელოს, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.

„უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზეა შესაძლებელი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. დღეის მდგომარეობით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ კონსტიტუციის დებულება, რომ ჩვენი მიზანი ნატოში გაწევრიანებაა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების საკითხიცაა.

„ნატო სამხედრო კავშირი არ არის. ის დემოკრატიის განვითარებას, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ამიტომაც ჩვენი ამოცანა რეფორმების დანერგვაა, რათა დე ფაქტო მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან მიიღებენ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.