ბორის ჯონსონი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირებას გეგმავს

ბორის ჯონსონი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ჩინეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის წინააღმდეგ პროტესტის ზომის სახით განიხილება. The Times-ის ცნობით, ამჟამად ბრიტანეთის მთავრობაში ამ საკითხზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. დიპლომატიური ბოიკოტის მომხრეა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირების შესაძლებლობას განიხილავს.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.