ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავს

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავს.

„ჩვენ ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ამერიკელი კონგრესმენები ჯო ბაიდენს პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის განხილვისკენ მოუწოდებენ.

ასეთი ბოიკოტი ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები პეკინის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრებიან, თუმცა ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ.