„ნაპრეზიდენტალი ადამიანი თუნდაც დახვრეტაზე ყოფილიყო, მაინც ღირსეულად უნდა წასულიყო - რატომ ათრევინა თავი? რა შესახედავი იყო? ეგენი, როცა ძალაუფლება აქვთ, მაშინ არიან მაგრები“

„ნაპრეზიდენტალი ადამიანი თუნდაც დახვრეტაზე ყოფილიყო, მაინც ღირსეულად უნდა წასულიყო - რატომ ათრევინა თავი? რა შესახედავი იყო? ეგენი, როცა ძალაუფლება აქვთ, მაშინ არიან მაგრები“

6 წელი და 6 თვე გაატარა ციხეში, სააკაშვილის პირად მძევლად თვლიდა თავს და დღეს, როცა სააკაშვილს 6-წლიანი სასჯელის მოხდა არ სურს, უკვირს, რატომ არ იქცევა ნაპრეზიდენტალი ღირსეულად, რატომ ათრევინა თავი, ზოგადად, რატომ არიან სააკაშვილისნაირი ადამიანები მაგრები მაშინ, როცა ძალაუფლება უპყრიათ ხელში და რატომ არ ჰყოფნით სულიერი ძალა მაშინ, როცა ღმერთი მათ სასჯელს უვლენს?!

ნორა კვიციანი აღელვებული ლაპარაკობდა, როცა 9 წლის წინანდელი პატიმრობის პერიოდი გავახსენეთ.

For.ge-ს ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი ესაუბრა.

რა გავლენას ახდენს თქვენზე სააკაშვილის ქმედებები, მისი შემოპარვის დღიდან მოყოლებული, იმიტირებული შიმშილობით გაგრძელებული და ციხიდან პროვოკაციული მოწოდებებით დამთავრებული? შიმშილობა არის იმის გარანტია, რომ ადამიანი ციხიდან უნდა გამოუშვან?

- ჯერ ერთი, შიმშილობს თუ არა, ესეც არაა დასაჯერებელი ისევე, როგორც არაა დასაჯერებელი მაგის არაფერი. სააკაშვილის მმართველობის დროს 15 ქალი იყო მშრალ შიმშილობაზე დღეების განმავლობაში და არანაირი რეაქცია, არანაირი რეაგირება. ნუთუ ისინი ადამიანები არ იყვნენ, ნუთუ მათი ტანჯვა ტანჯვა არ იყო?! სააკაშვილთან მიმართებით მათი ტანჯვა რა მოსატანია? კი, შურისძიება არ არის გამართლებული, მაგრამ თვითონ შემოიჭრა საქართველოში, ის იყო ძებნილი, მას მისჯილი ჰქონდა, ვის აბრალებს დღეს თავის მდგომარეობას და ვის აბრალებს საერთოდ, თუკი შიმშილობს? რა მოთხოვნა აქვს, ესეც საინტერესოა. პირადად მე მეუბნებოდნენ, რომ მეშიმშილა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრის საერთაშორისო აღიარება მქონდა, მე არ დავიწყე შიმშილობა, რადგან ვცხოვრობდი ეკლესიურად, ვლოცულობდი და შიმშილობა დიდი ცოდვაა, ეს თვითმკვლელობაა. პატიმრები პირს იკერავდნენ სააკაშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ. არანაირი რეაქცია არ ყოფილა. მე არ ვიცი, რანაირ სადისტთან, მანიაკთან გვქონდა საქმე, რა ვუწოდო იმ რეჟიმს, ეს იყო ენით გამოუთქმელი. მე პირადად არც მითქვამს არსად, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მიმაღებინეს. სასამართლოზე რომ გამიყვანეს, შვილებისკენ რომ გამეხედა, იმის უფლებაც არ მქონდა. ასეთი სადისტობა იყო ნაციონალების ხელში. სასამართლოში გამიყვანეს ეტაპით, ნიღბებით, შეიარაღებით, „მარშრუტკაში“ დატვირთული სპეცნაზით, თითქოს ტერორისტი ვიყავი. სასამართლოში რომ მიმიყვანეს, ჩამიყვანეს „პადვალში“ და ჩააქრეს შუქები, ეს წამებში მოხდა, მაგრამ ამ წამებში მე გავნადგურდი, რას მიშვებით-მეთქი, პასუხი არ გამცეს და ტელეფონები აანთეს, ამომიყვანეს თუ არა, სასამართლო დარბაზში უნდა შევეყვანე, ვიფიქრე, როგორ უნდა დავენახო შვილებს ასეთი განადგურებული, ვკანკალებდი, თანაც წნევამ ამიწია, ასე სასამართლოს დარბაზში ვერ შევალ, არ მინდა, დავენახო ჩემებს ასე განადგურებული-მეთქი, ასე ანადგურებდნენ ხალხს, მარტო კაცებს კი არა, ქალებსაც. რამდენმა თავი ჩამოიხრჩო, 12 წლის ბავშვები იყვნენ მაშინდელ ციხეში, მიკვირს ჩვენი ხალხის ამბავი, რომ დღეს სააკაშვილს ექომაგებიან და ამართლებენ. ნუთუ ეს ტანჯვა მისაღები იყო ამ ხალხისთვის, რასაც ის აკეთებდა 9 წლის განმავლობაში? მაგან თავისი პრეზიდენტობა გამოიყენა ბოროტებისთვის, ხალხის განადგურებისთვის, არა შენებისთვის. რას გვამადლიან, შუქს გვამადლიან, გაზს გვამადლიან? 60-70-80-იანი წლები გამოვიარეთ, როცა შუქი საერთოდ არ ქრებოდა, უფასო იყო კომუნალური გადასახადები, პირიქით, კომუნალურს აქეთ გვაძლევდნენ. რა გააკეთა მაგან, მაგ სადისტმა, მანიაკმა. არ აქვს მნიშვნელობა, მე არ მაინტერესებს, ეგ ციხეში იჯდება თუ გარეთ იქნება, მაგას თავისი ტვირთიც ეყოფა, რაც ჩაიდინა, მაგრამ ესაა უბედურება, რომ მაგათ ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ.

ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულება სააკაშვილის მიმართ ლმობიერია და მას უნდა დაემატოს სამშობლოს ღალატის მუხლი. კოდორის ხეობის ჩაბარებაზე ჩვენ გვისაუბრია, თუ როგორ მოხდა ემზარ კვიციანის და „მონადირის“ განეიტრალება, ვინც იცავდა ხეობას. სააკაშვილის რეჟიმი რომ არ ყოფილიყო, კოდორს შევინარჩუნებდით?

- მიშა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უკვე შერიგებამდე ვიყავით მისული, ყველაფერი იქნებოდა კარგად. ნაციონალები როცა მიხვდნენ, რომ იქ შერიგებისკენ მიდიოდა ყველაფერი, მიმოსვლა გვქონდა, შეჩერებული იყო შემოტევა, სიტყვა იყო მიცემული, ჩაშალეს ეს ყველაფერი. მანამდე, სანამ ისინი შემოვიდოდნენ, კავკასიის ხაზებს წყვეტდნენ, ეს განგებ კეთდებოდა, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა და შემოეყვანათ სპეცნაზი და ჯარი. ეს ნაღმი დიდი ხნის ჩადებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს ხელმოწერილი გვქონდა ხელშეკრულება და არ ჰქონდათ უფლება, არც ერთი ფორმიანი შემოეყვანათ. რატომ შემოუშვა რუსმა ხეობაში მთელი ჯარი და ტექნიკა? არ აინტერესებს ამ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება, კოდორის ხეობის 500 კაცი ხელს აწერს, რატომ ჩაბარდა ხეობა ტყვიის გაუსროლად?! ჩვენ 15 წელი ვინარჩუნებთ ამ ხეობას, გზა ჩვენ არ გვქონდა, არც პირობები, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დაგვეთმო ხეობა, რომ აღიარება არ მომხდარიყო. იურიდიულად საქართველოს იურისდიქციაში ხომ იყო ეს ხეობა? მე არ ვიცი, ნაციონალები დღეს სხვებზე იძახიან, რუსები, რუსებიო, რა რუსები, როცა მათ ტყვიის გაუსროლად ჩააბარეს ტერიტორია?! როგორც კი გამოვედი ციხიდან, შევხვდი ქალბატონ თეას და ვუთხარი, დაიწყეთ გამოძიება, რატომ ჩაბარდა ხეობა, მე ხეობა დავტოვე, ჩემი სახლი დავტოვე, გამოვედი და არ დამხვდა ხეობა. რატომ მოხდა ასე? ამის გამო დამაპატიმრეს, რომ მე ცოცხალი თავით არ დავთმობდი, შევაკლავდი თავს-მეთქი, ეს ვუთხარი, მაგიტომ დამაპატიმრეს-მეთქი.

რა გიპასუხათ თეა წულუკიანმა?

- მე არ ვიცი, არანაირი შედეგი არაა. არ აინტერესებთ და რატომ არ აინტერესებთ? ხომ არ არის ფარისევლობა ყველაფერი, რასაც აკეთებენ? ასეთ დიდი დანაშაულის ჩამდენ ადამიანზე რატომ არ აღიძრა საქმე?

ციხეში ყოფნისას თქვენზე განსაკუთრებული ყურადღება მოახდინა პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი პალტო გადმოგცათ და პირადი ნივთები გისახსოვრათ. დღეს არის მცდელობა, სააკაშვილის საქმეში პატრიარქი ჩართონ და ექსპრეზიდენტის შეწყალებას მიაღწიონ. თუმცა ილია მეორის პოზიცია მოზომილია.

- სააკაშვილი მთელი ქვეყნის გამანადგურებელია, არ ცნობდა ქალს, კაცს, ბავშვს, ყველას ანადგურებდა. ახლა რომ ამბობენ, კრიმინალები მოსპოო. რის ხარჯზე მოსპო კრიმინალები? ახალგაზრდობა დაასაქმა? რომელი ერთი დაასაქმა, რომ ახალგაზრდები გზას არ აცდენილიყვნენ და ციხეში არ მოხვედრილიყვნენ? ყველას იჭერდა, გზებზე ხვრეტდა, ცინდელიანი, უპატიოსნესი ბიჭი, მამამისს ხელიდან წაართვეს და უგზო-უკვლოდ დაკარგეს, რკინა მიაბეს, მარტო დახვრეტა არ აკმარეს, გადაუგდეს ცხოველებს ზღვაში. რაზეა ლაპარაკი? ეს მანიაკები კიდევ გამოდიან და პრეტენზიებს აყენებენ. „ქართული ოცნების“ ბრალია ყველაფერი, რაც დღეს ხდება. რასაც ჩვენ ვხედავთ, იმ დავალების შესრულებაა, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს სწადიათ. კიდევ დარჩათ გასანადგურებელი ქვეყანა. პატრიარქი რომ შემოვიდა ციხეში, სამჯერ მოგვაკითხა, ჩამეხუტა და ცრემლები მოსდიოდა. მან იცოდა ჩემი სიმართლე და იმიტომ. მე თავი გადადებული მქონდა საერთო საქმისთვის და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნებისთვის. მან იცოდა, ვინც ვიყავი. ახლა რომ იძახიან, რატომ არ ერევა პატრიარქი სააკაშვილის საქმეშიო, ციხეში რომ ვიყავი, მამაომ მითხრა, იცი, როგორ უყვარხარ პატრიარქს, შენთვის ყოველდღე პარაკლისებს კითხულობსო. ვკითხე, მიკვირს, რატომ-თქო? შენ რა გგონია, 50 წელი ემსახურება უფალს და ის ყველაფერს ხედავს, შენს ირგვლივ ყველაფერი ნახა, შენი სიმართლე ნახაო. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო.

თქვენ იყავით მძევალი ემზარ კვიციანის გამო, როგორც მისი და.

- დიახ, მძევალი ვიყავი 21-ე საუკუნეში. პატრიარქი მესამედ რომ მოვიდა, მისი წასვლის შემდეგ საღამოს მიბარებენ ციხეში ზონიდან, გამიკვირდა, რაში იყო საქმე. რომ ჩავედი, საჩუქრები არის შენთან საპატრიარქოდანო. ჰუმანიტარული დახმარება მეგონა, სხვას რას ვიფიქრებდი, წამოვედი ზონაზე, გავხსენი, ვხედავ პალტო, კაშნე, კაცის სვიტერი, საბანი, წმინდა გიორგის მედალიონი, ვიფიქრე, ესენი შეცდომით ხომ არ შემოაგზავნეს, კაცის ტანსაცმელი რად მინდა-თქო, როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის იყო. მეორე დღეს ისევ მიბარებენ, ჩავედი, მამაო გელოდებაო, შევედი ოთახში, მამაომ მითხრა, პატრიარქმა გამომგზავნა, საჩუქრები მიიღეო? კი-მეთქი. იცი, რა საჩუქრებია ესენი? საკუთარი ნივთები გისახსოვრაო, ამდენი წელი რომ აცვია, ის პალტო, ის საბანი, რომელიც პატრიარქს ეხურა მთელი ცხოვრებაო, ის კაშნე, სვიტერი, ყველაფერი უწმინდესისააო. გიული ალასანია რომ მივიდა პატრიარქთან, ჯერ ერთი, მან ისეთი რამ თქვა, ჩემი შვილი კრიმინალებს და ნარკომანებს ებრძოდაო. არადა, ნარკომანი ავადმყოფია, ის უნდა განიკურნოს, კი არ უნდა მოკლა. მეორეც, კრიმინალი არ მეგულება, მის შვილზე უფრო უარესი. არის ვინმე ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, რაც მან ჩაიდინა? ბიუჯეტის მოპარვა გინდა, ხალხის დახოცვა გინდა, ტერიტორიების ჩაბარება გინდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო? პატრიარქმა რომ საჩუქრები შემოაგზავნა, მერე მოხდა ბუნტი. ეს კიდევ დავალებით იყო გაკეთებული, დაავალეს ახალგაზრდებს, ამტვრევენ, ანგრევდნენ და ჭიშკარი ღია დატოვეს. მაშინაც ბრძანება გაუცია პრეზიდენტს ჩემი და მაია თოფურიას მოკვლის, ეს მერე თვითონ შაშკინმა თქვა, სროლის ბრძანება მქონდა, მაგრამ არ ვისროლეო. იმიტომ არ ისროლეს, რომ მე არ მივეცი საბაბი, მე არ გავკარებივარ პროვოკაციას, მერე რომ მთელი სპეცნაზი შემოცვივდა და წამიყვანეს „კრიტში“, ათი დღე კარანტინში ვიყავით, თმებით ათრიეს ქალები, ტენიდნენ მანქანებში, რატომ, რისთვის? დედამისი რა სირცხვილით გამოდის და ლაპარაკობს? მოინანიონ მაინც. თვითონ პატრიარქს ებრძვიან, 15 ოპოზიციონერმა ხელი მოაწერა ლგბტ-ს პარადის თუ რაღაც უბედურების დაკანონებას. საპატრიარქომ ცალკე გააკეთა განცხადება და სთხოვა, ნუ დაუშვებთ, რაც არ შეიძლება და ნუ დაიწყებთ ღმერთის წინაშე ამ უბედურების დაკანონებასო. მოუსმინეს პატრიარქს?

სასულიერო პირებს შორისაც არიან ისეთნიც, რომლებიც სააკაშვილს ეუბნებიან, შიმშილობის გამო შენ ახლოს ხარ ღმერთთანო. შეიძლება ადამიანი ღმერთთან ახლოს იყოს მონანიების გარეშე?

- ღმერთო შენ მიშველე, მიშა კი არა, ზოგიერთი მამაო არ არის ახლოს დღეს ღმერთთან, რა მიშა, რის მიშა. ჩემი თავი რა დონეზე დავთმე, წარმოდგენა არავის არ აქვს. სააკაშვილი ღმერთთან რომ ყოფილიყო, ე.წ. შიმშილობას დაიწყებდა? შიმშილობა ერთ-ერთი დიდი ცოდვაა და უნდობლობაა ღმერთის. ენდოს უფალს, მე უფალს ვენდე, ჭიშკარი ღია დატოვეს და მითხრეს, გახვალო? მე ჩემი სიმართლით უნდა ავიტანო, მე უფლის შეწყალება მინდა და არა სხვა რამის-მეთქი. ღია დატოვეს ჭიშკარი, იტყოდნენ, გაიქცაო და მერე მოკლავდნენ ადამიანს. ყველა დაკითხეს, მე არავისთან არ ვიყავი ახლოს, ვერაფერი ვერ ნახეს ჩემს წინააღმდეგ, ძალიან უნდოდათ, მე ტერორისტი ვყოფილიყავი, ყველაზე საშიშ პატიმრებად ჩაგვთვალეს მე-13 ზონა. სააკაშვილი მკვდარიც რომ იყოს, დამარხულიც საშიშია მაგი. ნაპრეზიდენტალი ადამიანი თუნდაც დახვრეტაზე რომ ყოფილიყო, მაინც ღირსეულად უნდა წასულიყო, საკუთარი თავის ღირსება იყო ეს, რატომ ათრევინა თავი? რა შესახედავი იყო? კაცები არიან? ქართველი ქალი უფრო უძლებს ყველაფერს და უფრო მაგარია, ვიდრე ესენი. ეგენი კარგ ცხოვრებაში არიან კაცები, როცა აქვთ ძალაუფლება ხელში, მაშინ არიან მაგრები, თორემ რომ გაუჭირდებათ, მარტო უფალი არ აპატიებს და არ მისცემს სულიერ სიძლიერეს, რომ ამ გასაჭირს გაუძლონ.

ხშირად ისმის კითხვა, პრეზიდენტყოფილი რომც გამოვიდეს თავისუფლებაზე, იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უხიფათო იქნება მისი სიცოცხლე?

- ამაზე იფიქროს მთელი ცხოვრება. ჰგონია, რომ დაცულია, საქართველოს დატოვებს და წავა? იქაც მონახავენ. ამდენი ათასი ადამიანი გამწარებული ჰყავს, მათ უკან ხალხია, ოჯახია, პატარა საქმე კი არ აქვს დაშავებული, არამედ ახალგაზრდობა მოსპო, ყველას მომავალი მოსპო, ვის მიმართაც შეეძლო, კლავდა, ასახიჩრებდა, ზოგს აპატიმრებდა, სულიერად ანადგურებდა. დაზარალებულებს ჰკითხონ, თუ უნდათ სააკაშვილის შეწყალება? შეწყალებაზე რამდენჯერ შემომიტანეს განცხადება, არ მოვაწერე ხელი, შესაწყალებელი არაფერი მჭირდა, შესაწყალებლები თვითონვე არიან, არ მინდოდა მათი შეწყალება. ერთი დღე ჩემთვის არ მიცხოვრია, გადაყოლილი ვიყავი საერთო საქმეზე. დამსაჯეს, მაგრამ ღმერთმა არ დამიკარგა ის ამაგი, რაც მე მქონდა ქვეყნის წინაშე. არც პატრიარქი ჩაერია ჩემს შეწყალებაში, თავად კი უნდოდა, მაგრამ არ ჩაერია, რადგან მე მივიღე ეს ყველაფერი უფლისაგან. ერთი თვეა გასული და უკვე სააკაშვილის შეწყალება უნდათ, მაშინ, როცა ამდენი დანაშაული მიუძღვის ქვეყანაში, რამდენი დედაა შაოსანი, რას ეტყვიან დაზარალებულებს, თუკი სააკაშვილს შეიწყალებენ?!

Katana . ღმერთმა გაძლება მისცეს ქ-ნ ნორას!
ეს მასალა უნდა წააკითხო მიშმადიდებელ ქალებს... მაგრამ არ წაიკითხავენ! თუ წაიკითხავენ, იტყვიან - ძალიანაც კარგი! რისი ღირსიც იყო, ის მიიღოო!..
ესენი ხომ ფანატიკოსები არიან.
როგორც მორწმუნისაგან უფლის საქციელი არ განისჯება, არც ამათთვის ექვემდებარება მიშას არავითარი საქციელი განსჯას და განხილვას! - მიშამ გააკეთა? ე.ი. ასე იყო საჭირო! მორჩა!
*
"კავკასიის (ელექტროგადამცემ, მაღალი ძაბვის) ხაზებს წყვეტდნენ... ეს განგებ კეთდებოდა, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა და შემოეყვანათ სპეცნაზი და ჯარი. ეს ნაღმი დიდი ხნის ჩადებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს ხელმოწერილი გვქონდა ხელშეკრულება და არ ჰქონდათ უფლება, არც ერთი ფორმიანი შემოეყვანათ. რატომ შემოუშვა რუსმა ხეობაში მთელი ჯარი და ტექნიკა? "
!
აი, ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც არავინ სვამს სამთავრობო დონეზე!!!
აფხაზეთის ომის შემდეგ ხომ რუსის ჯარი აკონტროლებდა ენგურის ხეობას, სამეგრელოდან მოყოლებული...
მახსოვს, ახლობლის გასვენებაში მივდიოდით ჭუბერში, ავტობუსით. ენგურჰესის ზემოთ გაგვაჩერეს რუსებმა და მთელი ავტობუსი გაჩხრიკეს - იარაღი ხომ არ გვქონდა ვინმეს...
ესენი როგორ გაატარეს ასე უპრობლემოდ, მილიონების იარაღი რომ აზიდეს და დაუდეს იქ, წასაღებად გამზადებული?!
რა უნდა იფიქრო, რითი უნდა ახსნა ეს ფაქტი, თუ არ შეთანხმებით?!
ე.ი. კოდორის ხეობის დამცველთა განიარაღება-დაჭერაც, დალის ხეობის "ზემო აფხაზეთად" სახელდებაც, იქ უზარმაზარი ოდენობის შეიარაღების ატანაც და მერე ამ ტერიტორიასთან ერთად რუსებითვის უბრძოლველად ჩაბარებაც, წინასწარ იყო მტერთან შეთანხმებული!
ამას რომ პუტინის ცისფერი თვალებისთვის არ გააკეთებდნენ სააკაშვილი და მისი ბანდა, ესეც ხომ ცხადია?!
და ამას არავინ ედავება სააკაშვილს!!!
წარმოგიდგენიათ?
გელაშვილის ცემისთვის უსჯიან ციხეს, ამაზე კი ხმასაც არავინ სცემს!..
................
P.S. ნაცებს, "სამშობლოს ღალატის" მუხლიც არ ამოუღიათ კოდექსიდან
შემთხვევით (2007 წ.), როგორც ჩანს: კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ!
3 წლის უკან
Katana . "დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან - Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!"
( 2013 წ. თამთა ქარჩავას სემსაციური ინტრვიუ თავით თევზაძესთან, რომელიც თავის დროზე გამომრჩა, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობდი): ბმული /> რასაც დღემდე, მხოლოდ ლოგიკის საფუძველზე ვვარუდობდი, აღმოჩნდა ' ფ ა ქ ტ ი !
იმოქმედეს გეგმის მიხედვით: რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინ, 07-ში, ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან და აფხაზეთი და სამაჩაბლო გადაუფორმე რუსეთს, როგორც "ომით დაკარგული" ტერიტორიები!
........................
3 წლის უკან
3 წლის უკან
Katana ინებეთ ინტერვიუ ბ-ნ დავით თევზაძესთან!
3 წლის უკან