დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოსკოვს აფრთხილებს, რომ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრებზე ნებისმიერი სამხედრო ავანტიურიზმი ტრაგიკული შეცდომა იქნება.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველას ესმის, რომ როგორც უკრაინაში, ასევე პოლონეთში არასწორი გათვლების ფასი უზარმაზარი იქნება. ვფიქრობ, კრემლისთვის ტრაგიკული შეცდომა იმის ფიქრი, რომ სამხედრო ავანტიურიზმით რამეს მოიგებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
16 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მალე დადგება არჩევანი უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს არ ხდება იმის გამო, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეები გვსურს ვიყოთ, ან გვსურს ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი გიგანტური ახალი მილსადენების კიდევ უფრო მეტი რუსული ნახშირწყალბადებით მომარაგებასა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.