შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული დისკუსიის ფონზე, მხარეებს სასწრაფო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რეგიონში სიტუაცია რთულია. დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შეტაკებები გრძელდება. მათივე ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს შეტევა განახორცილეს და შეტაკებები ახლაც გრძელებდა.