სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 10 - დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 13 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა.
15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სომხური მხარის მტკიცებით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ პროვოკაციებს აგრძელებენ.
16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.