აშშ-მა უკრაინას 80 ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„უკრაინამ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 80 000 კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო. უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების ფარგლებში, ეს აშშ-ის მიერ საბრძოლო მასალების რიგით მეოთხე მიწოდებაა, რაც ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატების მიმართ. 2014 წლიდან აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია“, - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.