საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების წარმომადგენელი ეწვია.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ ევროპის საჰაერო ძალების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ჯეფ ჰურლბერტი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა საგამოძიებო სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.