ლატვიელი დირიჟორი საქართველოს სამხედრო ორკესტრს მასტერკლასს უტარებს

ლატვიელი დირიჟორი საქართველოს სამხედრო ორკესტრს მასტერკლასს უტარებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელ ორკესტრს ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვიცე-პოლკოვნიკი დაინის ვუშკანსი მასტერკლასს უტარებს. ლატვიელი მუსიკოსი საქართველოს სამხედრო ორკესტრს ერთი კვირის განმავლობაში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

მუსიკოსები სპეციალურად სამხედრო ორკესტრისათვის შექმნილი ბრიტანელი კომპოზიტორის გუსტავ ჰოლსტის „მეორე სიუიტა“-სა და ლატვიელი კომპოზიტორის აივარს კრუმინსის „რეტრო“-ზე მუშაობენ. ლატვიის სამხედრო ორკესტრმა ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. ლატვიის სამხედრო ორკესტრს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს შეიქმნა და 50 მუსიკოსისაგან შედგება. სამხედრო ორკესტრს 2008-2009 წლებში უკრაინის ქალაქ სუმში, სასულიერო ორკესტრების ფესტივალზე მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება. ორკესტრი 2014-2015 წლებში ბელგიაში, ქალაქ მონსში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ორკესტრების კონცერტებზეა მიწვეული.