პირადი ესპანელი მზარეული, ავსტრიაში ჩატარებული გახდომის კურსი, დროის ტარება დუბაიში და ზოგადად ფუფუნებისადმი სიყვარული - ასეთია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს (45) მიმართ გამოთქმული ბრალდებები. შავ ზღვასთან მდებარე რესპუბლიკის პრეზიდენტი პარლამენტარმა ირინა იმერლიშვილმა ოთხშაბათს გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას მილიონობით თახნები აქვს გაფლანგული სახელმწიფო ხაზინიდან.
სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ ესპანელი მზარეული თვეში 15 ათასი დოლარი (11 400 ევრო) უჯდება,– ამბობს ირინა იმერლიშვილი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართულ ოცნების“ წევრი. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და მისი დამფუძნებელია მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯები პირველად გამოქვეყნდა გუშინ. ირკვევა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, თავის თანაპარტიელ მეგობართან ერთად, გახდომის კურსებზე იმყოფებოდა ავსტრიაში, რაც სახელმწიფოს 70 000 დოლარი (53 300 ევრო) დაუჯდა.
ბოლო ახალ წელს სააკაშვილი შეხვდა დუბაიში თავის თანმხლებ პირებთან ერთად. ეს ღონისძიება, იმერლიშვილის თქმით, სახელმწიფო ხაზინას 150 000 დოლარი (114 000 ევრო) დაუჯდა. დღემდე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი იყო გასაიდუმლოებული, ეხლა კი ირკვევა, რომ მასში გათვალისწინებული იყო ასევე უცხოელი ჟურნალისტებისთვის და სხვა ცნობილი პიროვნებებისთვის ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა.
2003 წლის ვარდების რევოლუციის გმირი სააკაშვილი უკვე რამოდენიმე თვეა რაც დიდი სისწრაფით კარგავს პოპულარობას და მხარდაჭერას საზოგადოებაში. კონსიტიტუციის მიხედვით მას საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება შემოდგომაზე. მისი პარტია, რომელიც ამჟამად პარლამენტში ოპოზიციაში იმყოფება, აპირებს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლას.
სტატიაზე არანაკლებ საინტერესოდ მივიჩნიეთ, სტატიის ქვევით, ფორუმში გამოქვეყნებული კომენტარები, რომელსაც ჩვენი კომენტირების გარეშე გთავაზობთ:
1. „მხიარული სტატიებია აქ. სასაცილოა ის, თუ როგორ შეუძლიათ ადამაინებს თავიანთი „ცოდნის“ გამჟღავნება, როდესაც ისინი არც ქვეყანას და არც ხალხს არ იცნობენ, და საერთოდ არანაირი წარმოდგენა არა აქვთ მთლიან სტრუქტურაზე....
აუციელებლია, რომ ჯერ წინასწარ მოიძიო ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, რით ცხოვრობენ იქ ადამიანები და ასე შემდეგ.
თუ შეიძლება, ჯერ ის ნაგავი გაიტანეთ, რომელიც საკუთარი სახლის შესასვლელ კართან ყრია - მხედველობაში მაქვს კორუმპირებული და უცხოელების მოძულე ავსტრია - და მერე „დაპოსტეთ“ თქვენი ფსევდოცოდნა და იდიოტური კომენტარები, რომელთა მიმართ ასე მოწყურებულია მედია!!!
მხოლოდ ასე შეიძლება საკუთრი, დაღმავლობის გზაზე დამდგარი ნაზავი-ერის პრობლემებიდან, ელეგანტურ სტილში ყურადღების გადატანა სხვებზე და ამ სხვებზე თითის ჩვენება.“
2. „ამერიკელთა კლასიკური მარიონეტი - ავტორიტარული სტილის მმართველი, ხელგაშლილი ცხოვრების სტილით, ცუდი ტემპერამენტის და საეჭვო წარსულის მქონე.
- მას შეუძლია ხალხის დაგეშვა მოქალაქეების ერთ ჯგუფზე და იყენებს ამისთვის უზნეო პოპულიზმს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამერიკელთა მხარდაჭერა. რამეთუ სხვა შემთხვევაში, მას გული გაუსკდებოდა შიშისგან.
- იქცევა როგორც ფინია ძაღლი, როდესაც მასთან ჩამოდის ბატონი, რათა შეამოწმოს სიტუაცია (საოცარია იმ უამრავი რაოდენობის ევროკავშირის ქვეყნების დროშების ნახვა ყველა მის შესახებ გადაღებულ ვიდეოსიუჟეტში. საქართველო ხომ არ განეკუთვნება ჯერ ევროკავშირს) ევროპაშიც არის ასევე უკვე დაფიქსირებული ერთი ასეთი შემთხვევა.“
3. „რას იზამ, გერჰარდ როტმა თავის 2000 წელს დაწერილ წიგნში, დაახასიათა სააკაშვილი როგორც მთავარი იმედი პოსტსაბჭოთა ეპოქაში არსებული მაფიოზური სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გააკეთა მან მას შემდეგ, რაც სრულიად შემთხვევით იმგზავრა მასთან ერთად თვითმფრინავით და მასთან საუბრის საშუალება მიეცა.
ასე რომ, ადამიანმა შეიძლება დაუშვას შეცდომა.“
4. „შესაძლოა საჩუქრები ასევე კეთილი გერჰარდისთვისაც იყო გათვალისწინებული. თუმცა მათ გარეშე არ გამოდის - საჩუქრები ქართული სტუმართმოყვარეობის ელემენტია (ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ საკუთარი ჯიბიდან დაფარო მისი საფასური, და არა სახელმწიფოს ხაზინიდან).“
5. „მოგვიანებით როტი ამტკიცებდა, რომ მისი სააკაშვილის ეს შეფასება ძალზედ სულელური იყო. მე მიმაჩნია, რომ როტი მოუსყიდავი და წესიერი ადამიანია. მას ხომ შეეძლო თავისუფლად კარგი სამსახურის შოვნა, თუ დაიწყებდა „სისტემის“ გათეთრებას“.
http://derstandard.at/1363708300481/Georgiens-Praesident-wegen-Luxus-Lebens-kritisiert