საფრანგეთის პროკურატურამ ელისეს სასახლეში მომუშავე სამხედრო ქალის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემა Libération-ის ცნობით, ინციდენტი 1-ელ ივლისს ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა. წვეულებას ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც ესწრებოდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, ბრალდებულიც და მსხვერპლიც სამხედროები არიან, გამოძიება კი 12 ივლისს, ადგილობრივ პოლიციაში შეტანილი საჩივრის შემდეგ დაიწყო.
ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ „გამოძიების დასრულებას დაელოდებიან“.