ერთი დღის განმავლობაში, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ლა-მანშის სრუტე დაახლოებით 1 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ BBC წერს.
მიგრანტებს ხელი კარგმა ამინდმაც შეუწყო, თუმცა, ფრანგული მხარის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე მიგრანტია დაკარგული, რადგან სანაპიროზე ორი კაიაკი იპოვეს.
მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, საფრანგეთიდან, ნავების გამოყენებით, გაერთიანებულ სამეფომდე 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიაღწია.