ჩინეთი აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა აღნიშნა, რომ ტაივანში დამოუკიდებლობის მომხრე ძალებთან შეთქმულებაში შესვლა საშიში თამაშია.
28 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.
11 ოქტომბერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა განაცხადა, რომ ტაივანის მმართველი პარტიის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.
4 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.