ხაჩიძის ტყუილი დუბაის სასტუმროს ინვოისმა გააბათილა

ხაჩიძის ტყუილი დუბაის სასტუმროს ინვოისმა გააბათილა

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის მტკიცებით, ახალ წელს ის დუბაიში არ ყოფილა. ხაჩიძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, facebook-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს.

„დღემდე მეგონა, რომ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი, ბაზა „შუკვანზე“, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად... რა ვიცი, ავღანეთს ჰგავდა, სამხედრო ბაზაზე ვიყავით, ჯარისკაცები იყვნენ, სროლებიც იყო, ახალი წელიც დადგა, ბიჭებსაც მივულოცეთ, სადღეგრძელოც დავლიეთ, ჯარისკაცებს საჩუქრებიც ჩავუტანეთ... ახლა „გავარკვიე“, რომ ახალ წელს დუბაიში შევხვედრივარ“, - წერს ხაჩიძე.

იმის მიუხედავად, - ხაჩიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 2013 წელს კობა ხაბაზი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, დავით დარჩიაშვილი და სერგო რატანი 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში და ამ დასვენებისთვის 240 ათასი ლარი დაიხარჯა.

თუმცა, for.ge-მ მოიპოვა დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში, ხაჩიძის სახელზე გამოწერილი ე.წ. ინვოისი, რომელიც 31.12.12-ით არის დათარიღებული და აქვე მითითებულია, რომ  03.01.2013-ში გოგა ხაჩიძემ სასტუმროს დანახარჯი - 8 100 დოლარი საკუთარი პლასტიკური ბარათიდან გაანაღდა.

For.ge გოგა ხაჩიძეს დაუკავშირდა. პარლამენტის წევრმა ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: „პარლამენტში ვარ და არ მცალია.“