ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.
უმცროსი სერჟანტი გიორგი გელდიაშვილი და კაპრალი გიორგი საბაშვილი სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ, რამაც მათი ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია.
სამხედროებს აეროპორტში პირველი ბრიგადის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი გიორგი შენგელია დახვდა. 12-ე ბატალიონი ავღანეთში როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.