მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტს ღვიძლის ციროზი აქვს

მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტს ღვიძლის ციროზი აქვს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ღვიძლის ციროზის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ექიმთა კონსილიუმის წევრმა, პაველ პაფკომ განუცხადა.

„ამჟამად პრეზიდენტი ზონდის საშუალებით იკვებება“, - განაცხადა პაველ პაფკომ.

მანამდე ექიმები აცხადებდნენ, რომ ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა კლინიკიდან გაწერისა და სამსახურში დაბრუნების ნებართვას მას ჯერჯერობით არ აძლევენ.

77 წლის ზემანი პრაღის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 ოქტომბერს შეიყვანეს, 4 ნოემბერს კი ის პალატაში გადაიყვანეს.