ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დეპარტამენტის ვიზიტი საქართველოში

ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დეპარტამენტის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დღეს დელეგაციის წევრები გენერალ-მაიორ კრისტინ ლუნდის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიის დეპარტამენტს ეწვივნენ.

ნორვეგიელმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსთან ლევან გამყრელიძესთან და მის მოადგილესთან ტელმან მესხიძესთან გამართეს შეხვედრა. ქართულმა მხარემ ნორვეგიელ კოლეგებს რეზერვის სისტემის რეფორმირების პროცესი გააცნეს. მხარეები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონიძიებების განხორციელების საკითხებსაც შეეხნენ. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ნორვეგიული მხარის მხრიდან საქართველოს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის - საშტაბო ოფიცრების გადამზადება კადრირებულ ბრიგადებში ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე, თავდაცვის მინისტის მოადგილესთან თამარ ქაროსანიძესთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალთან ვახტანგ კაპანაძესთან.

ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.