ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, - ამის შესახებ BBC წერს.
ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს.
„ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!", - წერს ადამსი Twitter-ზე.
2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.