18 ნოემბერს, ერევნის სასამართლო მცირეწლოვნის გაყიდვის საქმის განხილვას დაიწყებს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმესთან კავშირში მყოფი 5 პირია გამოვლენილი, რომელთა შორის ადვოკატიცაა. ბრალდების მხარე მას მძიმე მუხლით ედავება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ყიდვას მეურვეობის მიღების მიზნით ან ბავშვის გაყიდვას მეურვეობის მიმღები პირისთვის ბავშვის გადაცემის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ არავინაა დაკავებული, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით, ყველა ბრალდებულს ხელი აქვს მოწერილი ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე.