რუსეთში, ქალაქ ირკუტსკის მახლობლად სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ქალაქ ირკუტსკის მახლობლად სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ქალაქ ირკუტსკის მახლობლად სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი Ан-12 ბელარუსულ კომპანია „გროდნოს“ ეკუთვნოდა.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის განცხადებით, ბორტზე მყოფი შვიდივე მგზავრი დაიღუპა.