აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ადამიანების ცხოვრებაზე კვლავ ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტის, პიტერ დუსის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩევლებს იმის მოსმენა უფრო სურთ, თუ ტრამპზე რას საუბრობს, ვიდრე იმ საკითხებზე, რომელიც მათ ყოველდღიურად ეხება, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
ტრამპის ხსენების მიზეზი ის არის, რომ ის საკითხები, რომელსაც ის მხარს უჭერს, ადამიანების ცხოვრებაზე ყოველდღიურად ახდენს გავლენას და ჩემი აზრით, ეს გავლენა უარყოფითია.