აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმაში დაადანაშაულა, რომ მას „გლობალური დათბობის შესახებ ტყუილი“ არ აინტერესებს მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე ჩაეძინა.
„ბაიდენმაც კი ვერ აიტანა გლობალური დათბობის შესახებ ამდენი ტყუილის მოსმენა. ბაიდენი ევროპაში გაემგზავრა და განაცხადა, რომ გლობალური დათბობა მისი უმთავრესი პრიორიტეტია, შემდეგ კი სამიტზე სწრაფადვე ჩაეძინა - მთელმა მსოფლიომ დაინახა ეს. მას, ვისაც ჭეშმარიტი ენთუზიაზმი და რწმენა აქვს რომელიმე საკითხისადმი, არასდროს ჩაეძინება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1-ელ ნოემბერს, ამერიკულმა მედიამ კლიმატის ცვლილების შესახებ გლაზგოს სამიტიდან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე წამით თვალები დახუჭა.