პარიზში, რკინიგზის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაანეიტრალეს კაცი, რომელიც მათ ცივი იარაღით ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 1-ელ ნოემბერს საღამოს სენ-ლაზარის რკინიგზის სადგურზე მოხდა. რკინიგზის უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი იძულებული გახდა, კაცისთვის ესროლა, რომელიც მათ დანით დაემუქრა.
გარდა ამისა, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი ყვიროდა: „ალაჰ აქბარ. საფრანგეთს „ისლამური სახელმწიფო“ მართავს“.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მძიმედ დაჭრილია.