ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სარდარ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის მახლობლად მოხდა.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აფეთქების შემდეგ, სროლას ჰქონდა ადგილი.
ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.