ილონ მასკი: თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა აღწერს, როგორ გადაჭრის მსოლიოში შიმშილის პრობლემას $6 მილიარდით და ხარჯები გამჭვირვალე იქნება, Tesla-ს აქციებს ახლავე გავყიდი

ილონ მასკი: თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა აღწერს, როგორ გადაჭრის მსოლიოში შიმშილის პრობლემას $6 მილიარდით და ხარჯები გამჭვირვალე იქნება, Tesla-ს აქციებს ახლავე გავყიდი

ილონ მასკი მზადაა „ტესლას“ აქციები გაყიდოს და თანხა მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას მოახმაროს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერის“ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ მას ქველმოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიოში შიმშილობის აღმოსაფხვრელად მასკის ქონების 2%-ია საკმარისი.

„თუ აღწერენ, როგორ მოაგვარებენ 6 მილიარდი დოლარით შიმშილის პრობლემას, მზად ვარ „ტესლას“ აქციები გავყიდო, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ ნახოს, რაში დაიხარჯება ფული“, - აღნიშნა მასკმა, რომლის ქონებაც დღეისათვის 289 მილიარდ დოლარს შეადგენს.