პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე 400 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.
ახალი კედელი, რომელიც მოძრაობის სენსორებითა და კამერების სისტემით არის აღჭურვილი, კიდევ უფრო გააძლიერებს საზღვრის უსაფრთხოებას.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს.
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.