მოლდოვა და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

მოლდოვა და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

მოლდოვა და რუსული კომპანია „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ფასწარმოქმნის ფორმულა და კომპანია „მოლდოვგაზის“ მიერ დაგროვილი დავალიანების აუდიტი შეათანხმეს.

ახალი კონტრაქტით გაზის მიწოდება 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება.

22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.