პოლონეთის იუსტიციის მინისტრი, ზბიგნევ ზიობრო ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლონეთი უკანონობას ვერ დაემორჩილება.
27 ოქტომბერს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
„რაც შეეხება სასამართლო სისტემაში ცვლილებებისთვის ჯარიმებს, პოლონეთს არ შეუძლია და არ უნდა გადაიხადოს თუნდაც ერთი ზლოტი“, - აღნიშნა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა
პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა აღნიშნა, რომ პოლონეთის დასჯისა და შანტაჟის გზა არ არის სწორი და რომ ეს არ არის ის მოდელი, რომლითაც ევროკავშირი, სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება უნდა ფუნქციონირებდეს.