ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში ჩავიდა

ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ის დიდი ოცეულის სამიტში მიიღებს მონაწილოებას. ამის შესახებ BBC წერს.

თეთრი სახლის ლიდერი რომის პაპს, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ, მარიო დრაგის შეხვდება.

რომიდან ბაიდენი გლაზგოში გაემგზავრება, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენციას დაესწრება.