ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ეგვიპტე თავისი დიდებული ხალხისა და ერთგული ადამიანების დახმარებით გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილიდან მოქმედებდა, მას შემდეგ, რაც ეკლესიებში აფეთქებები და თავდასხმები განხორციელდა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.