Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება

Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება

ამერიკული IT-გიგანტი, Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით Nobelium-ი ახალ ფართომასშტაბურ ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია.

კომპანიის განცხადებით, ივლისის დასაწყისიდან 19 ოქტომბრისდ ჩათვლით Microsoft-მა თავის დაახლოებით 600 კლიენტს შეატყობინა, რომ ისინი, საერთო ჯამში, 22.9 ათასი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი დგას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჯგუფს IT-კომპანია SolarWinds-ზე კიბერშეტევასთან კავშირი აქვს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებისა და სხვა ექსპერტების აზრით, Nobelium-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია.