ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ჩინეთი ყოველთვის დაიცავს მსოფლიო მშვიდობასა და საერთაშორისო წესებს.
გაეროში ჩინეთის დაბრუნების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი.
1971 წელს, გაერომ ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა და ტაივანი ორგანიზაციიდან გარიცხა.
„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიისა და ძალაუფლების ყველა ფორმას, მათ შორის უნილატერალიზმსა და პროტექციონიზმს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელი შეუწყონ მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს.