ბოლო 12 თვის განმავლობაში, ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე 1,7 მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რაც ყველაზე მაღალი ერთწლიანი მაჩვენებელია, - ამის შესახებ BBC წერს.
დაკავებულთა შორის მხოლოდ მექსიკელები არ არიან, მათ შორის 160-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე იყო.
აქამდე, ერთი წლის განმავლობაში, მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2000 წელს დააკავეს - 21 წლის წინ, ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 1,6 მილიონი შეადგინა.
მიგრანტების ნაკადის ზრდის პარალელურად, იკლებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგიც - მოსახლეობის დიდი ნაწილი მას არაეფექტიანი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.