თეთრი სახლი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე ახალ მასალებს გაასაჯაროებს.
თეთრი სახლის განცხადებით, 1992 წელს კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა, გაესაჯაროვებინა ამ საქმეზე ყველა მასალა, თუ ეს ზიანს არ მიაყენებდა დაზვერვის, სამართალდამცავ ან საგარეო პოლიტიკურ ორგანოებს, ამჟამად კი შესაბამისი პროფილური უწყებები ამ მიმართულებით მუშაობენ და დოკუმენტაციას სწავლობენ.
ჯო ბაიდენმა საქმის მასალების გასაჯაროების წესი დაამტკიცა. ღია წვდომაში შეიქმნება ციფრული ბაზა, სადაც ყველა გასაჯაროებული დოკუმენტი განთავსდება.
ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ის დალასის მკვიდრმა, ჯეკ რუბიმ მოკლა. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით ჯონ კენედი სწორევ ოსვალდმა მოკლა.