ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთში ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.
„სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ავიადარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი აბდულ ჰამიდ ალ-მატარი. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს. ავიადარტყმა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა“, - აცხადებენ CENTCOM-ში.
მათივე თქმით, „ალ-ქაიდა“ კვლავ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის.