საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.
ოცდაერთმა სტუდენტმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლებაში „Agile spirit 2013“ მიიღო მონაწილეობა.
ქართულამერიკული სწავლებაში სტუდენტებმა ავღანელი მოსახლეობის როლი შეასრულეს, რამაც სამხედრო წვრთნა რეალობასთან მაქსიმალურად მიაახლოვა.
გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და გაერთიანებული შტაბის, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ხელმძღვანელობას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.