სემინარი თავდაცვის შესყიდვების შესახებ

სემინარი თავდაცვის შესყიდვების შესახებ

დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" თავდაცვის შესყიდვების შესახებ სემინარი გაიხსნა. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ნატოს მხარდაჭერით ტარდება. სემინარის მიზანია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე, გამჭვირვალე და დასავლური ტიპის სისტემად.

სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ გახსნა. მან შესყიდვების სისტემის რეფორმების აუცილებლობაზე და ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სემინარში თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ნატოს შტაბბინის და ალიანსის წევრი ქვეყნების შესყიდვების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ. "სემინარი თავდაცვის შესყიდვების შესახებ" ოფიციალურად ხვალ დასრულდება.