ნატოს დაარსების დღე

ნატოს დაარსების დღე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაარსების დღეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ძმები შალიკაშვილების სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმში ფოტო გამოფენა - „საქართველო ISAF-ში“- გაიმართა.

გამოფენას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა ესწრებოდნენ. გამოფენის შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ალექსი პეტრიაშვილი დამსწრეეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა.

სტუდენტებს სიტყვით რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დუმიტრუ ბადეამაც მიმართა, მან მოწვეულ სტუმრებს ნატოს იუბილე მიულოცა და რუმინეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს როლზე გაამახვილა ყურადღება.