საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაზა “AB PAPA”-ზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაზა “AB PAPA”-ზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა. ირაკლი ალასანია უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაზა „AB PAPA“-ზე თავდაცვის მინისტრს უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა არსებული სიტუაცია, საერთაშორისო მისიებში ჩართულობის დეტალები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები გააცნეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ISAF-ის მისიაზე, საჰაერო ძალების დღევანდელ როლზე, პოსტ-ავღანურ კამპანიაზე და ერთობლივ შესაძლო პროექტებსა თუ თანამშრომლობაზე. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაზა „AB PAPA“ ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან და უნგრელ სამხედროებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში გუშინ გაემგზავრა. ირაკლი ალასანია უნგრელ კოლეგასთან ჩაბა ჰენდესთან გამართავს შეხვედრას. მხარეები საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ასევე, ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას.

უნგრეთის თავდაცის უწყებაში ირაკლი ალასანია და ჩაბა ჰენდე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშორმლობის მემორანდუმს გააფორმებენ. დაგეგმილია ასევე, თავდაცვის მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია მანფრედ ვორნერის დარბაზში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უნგრეთის პარლამენტს ესტუმრება. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა უნგრეთის ეროვნულ უნივერსიტეტში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში 5 აპრილს დასრულდება.