მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკურად თვისობრივი ცვლილება არ არის - ოპოზიციური ფლანგი ფაქტობრივად იგივეა

მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკურად თვისობრივი ცვლილება არ არის - ოპოზიციური ფლანგი ფაქტობრივად იგივეა

პოლიტიკურად თვისობრივი ცვლილება არ არის - ოპოზიციური ფლანგი, ფაქტობრივად, იგივეა, უბრალოდ ცვლილება მხოლოდ იმაშია, რომ თუკი შარშან არსებობდა გარკვეული ილუზია იმის თაობაზე, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უფლებამოსილების მატარებელი, რომ ეკარნახა სხვა ოპოზიციისთვის გარკვეული პირობები, წელს მგონი ეს იგივე ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური ლიდერი და მათი მხარდადამჭერები კარგად მიხვდნენ, რომ ეს არ არის თამაშის სამართლიანი და სწორი წესი.

„აქედან გამომდინარე, მათ სტრატეგია შეცვლილი ექნებათ და სრულიად განსხვავებული იქნება წლევანდელი დამოკიდებულება. სპეციფიკა აქვს არჩევენებსაც. ის საპარლამენტო იყო, წელს გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები არის, მაგრამ რაც შეეხება მოცემულობას, პანდემიიდან გამომდინარე მართვის პროცესებს, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრით არავითარი ცვლილება სახეზე არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.