ლევან იოსელიანი: არჩევნების ჩატარების მომხრე ვარ იმ პირობებში, თუ ეს ადამიანების ინფიცირების რიცხვს არ გაზრდის

ლევან იოსელიანი: არჩევნების ჩატარების მომხრე ვარ იმ პირობებში, თუ ეს ადამიანების ინფიცირების რიცხვს არ გაზრდის

მე არჩევნების ჩატარების მომხრე ვარ იმ პირობებში, თუ ეს ადამიანების ინფიცირების რიცხვს არ გაზრდის, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

იგი გამოეხმაურა საკითხს, უნდა ჩატარდეს თუ არა პანდემიის გამო თვითმმართველობის არჩევნები.

„ამ საკითხზე დისკუსია აუცილებელია. თუ არჩევნების ჩატარებას კიდევ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება და ინფიცირების შემთხვევები უნდა მოჰყვეს, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია ჩატარდეს ისეთ გარემოში, რეგულაციების დაცვით, როგორც ეს 2020 არჩევნების დროს მოხერხდა, მაშინ ის უნდა გაიმართოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.