გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას „TV25” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, ავტომანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშვებულია ორი ადამიანი.
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.