სოლომონ პავლიაშვილი: ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს საბჭოთა ანაბრებზე მუშაობა!

სოლომონ პავლიაშვილი: ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს საბჭოთა ანაბრებზე მუშაობა!

რატომ დაიკარგა საბჭოთა ანაბრები, რატომ არ მოხდა მათი გასტუმრება პრივატიზაციის დროს და არის თუ არა ახალი ხელისუფლება ვალდებული, ვალის გასტუმრებაზე იზრუნოს? – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ქონების მართვის ყოფილი მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი გვესაუბრა.

ბატონო სოლომონ, საუბარს ტრადიციული შეკითხვით დავიწყებ – რატომ დაიკარგა საბჭოთა ანაბრები?

- ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ხალხმა, ვინც წლების განმავლობაში ყველაფერს იკლებდა და შავი დღისთვის ფულს ინახავდა, ეს თანხა დაკარგა. ეს იყო ლეგალური ფული – ხელფასიდან გაკეთებული დანაზოგი სამეურნეო შრომით მიღებული შემოსავალი. ის ადამიანები, ვისაც სხვა არალეგალური შემოსავალი ჰქონდათ, სალაროში მის შენახვას თავს არიდებდნენ. 1992 წელს საქართველოში ანაბრებზე 13 მილიარდი იყო განთავსებული. შემდგომში, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით, მოხდა ამ თანხის გადაფასება და 19 მილიარდი დაფიქსირდა.

საბჭოთა ანაბრების გაუფასურება დაკავშირებული იყო როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ ფაქტორებთან. ობიექტური ფაქტორი იყო ის, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, რის გამოც მსოფლიოს მეოთხედის ეკონომიური ტრანსფორმაცია მოხდა. ცენტრალიზებული ეკონომიკის დაშლამ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გამოიწვია ინფლაციური პროცესები, თუმცა, ისეთი მაღალი ინფლაცია რაც საქართველოში იყო, არსად დაფიქსირებულა. აი, აწორედ აქ მივდივართ სუბიექტურ ფაქტორებამდე. იმ პერიოდში საქართველოში განვითარებული ჰიპერინფლაციის უმთავრესი მიზეზი იყო ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი პოლიტიკა, როდესაც მან დაიწყო კრედიტების სახით უზარმაზარი თანხების გაცემა ისე, რომ კრედიტების გაცემის, მისი უზრუნველყოფის და უკან დაბრუნების მექანიზმები საერთოდ არ არსებობდა. როდესაც სესხის გაცემა ასე გამარტივებულია, აუცილებლად ხდება ინფლაცია. ამ რამდენიმე წლის წინათ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამერიკაში იპოთეკური სესხების გაცემამ გამოიწვია. ძალიან დიდი დანაშაულია, როდესაც ეროვნული ბანკი ახდენს ინფლაციის პროვოცირებას.

ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიზანმიმართული იყო?

- მთავარია, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პოლიტიკა. მეორეხარისხოვანია, განზრახვა ჰქონდათ მათ. შეიძლება, მათ მართლაც ამოძრავებდათ კეთილშობილური განზრახვა, რომ ფული დასაქონლებულიყო და ქვეყანაში პროდუქტი შემოსულიყო, მაგრამ აპრიორში უნდა სცოდნოდათ, რომ ეს გამოიწვევდა ინფლაციას, რადგან ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი გასცემდა, არ იყო მომსახურების სფეროში შექმნილი ფული, არამედ ეს იყო ემისიური ფული, ანუ ხდებოდა დაზგაზე ფულის მოჭრა და მისი გაცემა. უნდა სცოდნოდათ, რომ გაცემულ კრედიტს უკან არავინ დააბრუნებდა, რადგან საამისო გარანტიები და მექანიზმები შემუშავებული არ იყო...

უნდა სცოდნოდათ ისიც, რომ ასეთ ინფლაციის პირობებში არანაირ ინვესტიციის ჩადებას და საქმის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა.

ამ დანაშაილებრივიპოლიტიკის გამო პასუხისმგებლობას მხოლოდ ეროვნული ბანკის მაშინდელ ხელმძღვანელობას აკისრებთ?

- ეს იყო მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა. გამორიცხულია, შევარდნაძე ჩარეულიყო ეროვნული ბანკის პოლიტიკაში. ზუსტად მახსოვს ისიც, რომ მაშინდელი ეკონომიკური გუნდიამას ეწინააღმდეგებოდა. ჩემი აზრით, ამ პროცესების უკან იდგა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არამარტო პოლიტიკური, არამედ ძალისმიერიმხარდაჭერაც ჰქონდა. მე ვთვლი, რომ ეს თანხები გაიცა უფრო კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ჯგუფში, ვინც ამ პროცესების უკან იდგა და კერძო ინტერესები ამოძრავებდა?

- ეს არის ჩემი ვარაუდი, თუმცა, მე ამ საკითხზე ამ მიმუშავია და კონკრეტულ პიროვნებებს ვერ დავასახელებ. ცხადია, იყვნენ ადამიანები, ვინც ამ პროცესებს უწყობდნენ ხელს, თუმცა, მთლიანობაში ეს პროცესი მაინც განპირობებული იყო ობიექტური ფაქტორებით – ინსტიტუციურად სახელმწიფო არ იყო მზად ასეთი პროცესებისთვის. არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ ანაბრების გაუფასურებას და დაკარგვას კონკრეტულ პიროვნებებს უკავშირებენ.

რას იტყვით „გაერთიანებილი ქართული ბანკის“ შესახებ, რომელიც საბჭოთა შემნახველი ბანკის სამართალმემკვიდრე გახდა და, შესაბამისად, საბჭოთა ანაბრებიც მის ანგარიშებზე გადავიდა?

- როგორც გითხარით, 1993 წელს დეპოზიტებზე 13 მილიარდი იყო, მაგრამ შემდეგში ისე სწრაფად განვითარდაინფლაციური პროცესები, რომ თავად ეს ბანკიც აღმოჩნდა კატასტროფულ მდგომარეობაში. ბანკის მენეჯმენტი არაფერ შუაშია, იმ დროს ყველა ბანკი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ვერცერთმა ვერ გადაირჩინა თვაი. დრეს საქართველოში მაშინ შექმნილი აქცერთი ბანკი არ არის. შეიძლება, სახელი შეინარჩუნეს, მაგრამ ყველას უკვე სხვა დამფუძნებელი ჰყავს. ძირითადად უცხოელები შევიდნენ და ასე გადაარჩინეს. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ ვერ შეძლებდა ანაბრების გასტუმრებას და ამიტომაც იყო, რომ ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო სახეკმწიფომ. უაზრობა იქნებოდა, რომ ეს ვალდებულება აგვეკიდებინა კერძო ბანკისათვის.    

საბჭოთა მეანაბრეების თანხა 1996 წელს სახელმწიფომ აღიარა შიდა ვალად. ვალი 502 მილიონი ლარით განისაზღვრა. მაშინაც საკამათო თემა იყო, ეს თანხა შიდა ვალად ეღიარებინათ თუ ეს უნდა ყოფილიყო სოციალური პროგრამა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ შიდა ვალად ეღიარებინათ. გარკვეული თანხები პირველი ჯგუფის ინვალიდებზე გაიცა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა.

შესაძლებელი იყო თუ არა, პრივატიზაციის დროს დარიგებულიყო ეს თანხა და რატომ არ გაკეთდა ეს?

- შეიძლებოდა, ეს თანხები პრივატიზაციის დროს ფასიანი ქაღალდების, აქციების სახით დარიგებულიყო, მაგრამ ეს მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ასეთი მექანიზმი არავის გამოუყეენებია – არც ჩეხოსლოვაკიას, არც უნგრეთს. აქციები რომ დარიგებულიყო, ისიც ისევე გაუფასურდებოდა, როგორც ანაბრები გაუფასურდა და საბოლოო ჯამში სახელმწიფო საწარმოებს შეიძენდნენ ისევ ყოფილი დირექტორები და მსხვილი ინვესტორები, მოქალაქეები იძულებული გახდნენ, მათთვის საკუთარი აქციებიკაპიკებად მიეყიდათ.

თანაც, როგორ უნდა შეგერჩია, ვის რომელი კომპანიის აქციას მისცემდი? რის მიხედვით უნდა გაგეცა აქციები, როცა დღესაც არავინ იცის, რა ღირს რომელიმე სახელმწიფო საწარმოს აქცია. მაგალიტად, რა ღირს „ვარციხეჰესის“ აქცია? ან სად უნდა გავყიდო ის? საერთაშორისო ბაზარზე ვერ გავდივარ, იძულებული ვარ შიგნით მოვძებნო ვირაც. ეს იქნებოდა ძალიან რთული და უსამართლო პროცესი. მიმაცნია, რომ ხალხს უნდა მისცე ის, რაც დაკარგა, ანუ მათ ფულის სახით უნდა დაუბრუნდეთ ანაბრები. ამის შემდეგ უნდათ, აქციას იყიდიან, უნდათ, მანქანას შეიძენენ.

შესაძლებლად მიგაჩნიათ საბჭოთა ანაბრების დაბრუნება?

- სახელმწიფოვალდებულია, რომ ეს თანხები გასცეს. ვერცერთი ხელისუფლება თავს ვერ გაიმართლებს იმით, რომ ეს საბჭოთა ანაბრები იყო და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია. საბჭოთა კავშირი მარტო რუსეთი ხომ არ იყო? თავის გასამართლებლად არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ ეს სხვა ხელისუფლების დროს მოხდა. მაშინ არტომ ვიხდით საგარეო ვალებს? ისიც ხომ სხვა ხელისუფლების დროს არის არებული?

მთავარი ის არის, რომ ამ თანხების გასტუმრების ვალდებულება უკვე აიღო სახელმწიფომ და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს. თავის დროზე სააკაშვილის გუნდი გვპირდებოდა, რომ ამ თანხებს გაისტუმრებდა, მაგრამ შემდეგ ეს დაპირება არც გახსენებიათ. მათ ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდებოდათ. საერთოდ, ეს თემა ყოველთვის წინასაარჩევნოდ აქტიურდება ხოლმე. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ეს თემა საარჩევნოდ არ გამოიყენა. დღეს ივანიშვილის ხელისუფლება საბჭოთა ანაბრებს არ ახესენებს, მაგრამ ძალიან მალე მოუწევს ამ საკითხებზე მუშაობა. ფაქტია, ვალი არსებობს და სახელმწიფოს მისი გასტუმრების ვალდებულება აღებული აქვს. სამართლიანი სახელმწიფოს აშენება ამის გარეშე შეუძლებელი იქნება!