პოლიტიკური იდიოტიზმის მეტაფიზიკა საქართველოში

პოლიტიკური იდიოტიზმის მეტაფიზიკა საქართველოში

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ცხოვრებისეული პრაქტიკით და კვლევებითაც დამტკიცებულია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისათვის სიყალბე „კომფორტის ზონაა“. მაგალითად, როდესაც სუპერმარკეტში ვყიდულობთ 3 ლარად ღირებულ წვენს, რომლის ბოთლსაც აწერია „ნატურალური“, „კონსერვანტების გარეშე“ და ა.შ. ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს თავს, რომ მართლაც ნატურალურ წვენს ვყიდულობთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ ამ „კომფორტის ზონიდან“ გამოგვიყვანოს და არგუმენტებით დაგვარწმუნოს, რომ რეალურად ნატურალური წვენი, უბრალოდ, არ შეიძლება ღირდეს 3 ლარი.

ასეა სხვათა შორის პოლიტიკაშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური იდიოტიზმის სენით დაავადებული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ეს სენი ამომრჩეველსაც გადასდონ და ცრუ „კომფორტის ზონაში“ შეიყვანონ მაგ. „მილიონი ახალი სამუშაო ადგილის“, „ღიმილიანი საქართველოს,“ „100 ახალი საავადმყოფოს“, „100 ახალი ქარხნის“ და მსგავსი დაპირებებით.

დიახ, ჩვენი პარტიები კარგად სარგებლობენ იმით, რომ ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ცნობიერება სწორედ ასეთ ტალღაზეა მომართული და მათ არ სურთ ამ მათთვის დამღუპველი ფსევდო-კომფორტის ზონიდან სინამდვილეში გადმოსვლა, რადგანაც ემოციურად იქ უფრო კარგად გრძნობენ თავს. თუმცა, საქართველოში „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა არც პოლიტიკოსებს სურთ. ეს რომ მხოლოდ მათი პირადი სივრცით შემოიფარგლებოდეს, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ამით ქვეყანა და საზოგადოება ზარალდება.

მაგალითად, მთელი 7 თვე ოპოზიციური პარტიების ნაწილი ე.წ. „ფანჩატურის ოპოზიცია“ აქცია-პერფორმანსებით ქვეყნის ჯანჯღარით საკუთარ თავს „კომფორტის ზონაში“ ამყოფებდა და კიდევ დიდხანს იქნებოდა, ვიდრე ევროკავშირმა და აშშ-მ იქიდან, ლამის, ძალით გამოათრიეს და პარლამენტში შეიყვანეს. თავის მხრივ „ქართული ოცნება“ ცდილობდა გაეხანგრძლივებინა „კომფორტის ზონა“ იმით, რომ პარლამენტში ორიოდე ოპოზიციური პარტიის შეყვანით, საპარლამენტო პლურალიზმის ეფექტს შექმნიდა. მათ დააგვიანეს საკუთარი ალტერნატიული წინადადების შეთავაზება ფასილიტატორებისათვის და შედეგად მიიღეს ადგილობრივ არჩევნებზე 43%-თან მიბმული ვადამდელი არჩევნები.

მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე „ნაცმოძრაობამ“ ისევ „კომფორტის ზონაში“ დარჩენა ამჯობინა. მათ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებად ისევ „მამალი ნაციონალები“ - მელია და ხოშტარია დააყენეს. არადა, ნამდვილად შეეძლოთ ერთ არჩევნებზე მაინც გამდგარიყვნენ ოდნავ გვერდით და მხარი საერთო ოპოზიციური „არა-ნაციონალი“ კანდიდატისთვის დაეჭირათ. „ნაცებმა“ შედეგად მიიღეს ის, რომ მათ სახელისუფლებო კანდიდატის გარდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ოპოზიციური ელექტორატის დაფანტვით კი, ისევ ხელისუფლება იხეირებს.

პოლიტიკური იდიოტიზმის მეტაფიზიკიდან არის „ნაცმოძრაობის“ კატეგორიული უარი ხელი მოაწეროს „შარლ მიშელის შეთანხმებას“, მხოლოდ იმის გამო, რომ ამნისტიის ახალი კანონით ნიკანორ მელია, როგორც დამნაშავე, ამნისტირებას ექვემდებარება. იმას ვერ ხვდებიან, რომ ევროპელებს და ამერიკელებს მელიას და „ნაცების“ პოლიტიკური თუ პიროვნული ამბიციები ფეხზე ჰკიდიათ და მათთვის დოკუმენტზე ყველას ხელმოწერაა მთავარი. ამის შემდეგ მათ და სხვა ოპოზიციას უკვირთ და სწყინთ, რატომ არ სჯის დასავლეთი „ქართულ ოცნებას“.

ქართული პოლიტიკური იდიოტიზმის მეტაფიზიკას კარგად ხსნის ოპოზიციური პარტიების გაუთავებელი სირბილი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, „ოცნების“ დაბეზღება, ვიშვიში ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიის ჩამოშლაზე, და შემდეგ, საკუთარ ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების და სანქციების დაწესების მოთხოვნა. არავინ იცის სადამდე გაგრძელდებოდა ეს იდიოტიზმი, სანამდის მათმა მეგობარმა სენატორმა ჯიმ რიშმა ცივი შხაპი არ გადაასხა მათ. სენატორმა მათ ღია ტექსტით განუცხადა, რომ აშშ-ს ხარჯზე საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარება და სენატორების გადაქცევა რომელიმეს მხარდამჭერ მხარედ, ვაშინგტონში მორბენალ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აღარ გამოუვათ.

პოლიტიკური იდიოტიზმის კიდევ ერთი მაგალითია, ქვეყანაში მომხდარი ყველა ნეგატიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის რუსეთთან დაკავშირება და „რუსული კარტის“ გამოყენება ერთმანეთის ჩასაძირად. ამ ყოველივემ უკვე ტრაგიკომიკური და გროტესკული სახე მიიღო, რომ შეიძლება მალე არც არავინ დაიჯეროს.

პოლიტიკური იდიოტიზმის კიდევ ერთი ნიმუში გახლავთ ის ენთუზიაზმი, რომლითაც ურეიტინგო პარტიები ცდილობენ მიეტმასნონ ნებისმიერ სამოქალაქო პროტესტს. არაერთი მარცხის მიუხედავად, ჯიუტად არ სურთ იმის გაგება, რომ სწორედ მათი გამოჩენა უკარგავს ამ პროტესტს ძალას და მუხტს და საბოლოოდ კრახისკენ მიჰყავს.

კომფორტის ზონაშიმოქცევის და იქიდან არგამოსვლის სურვილი, რაც პოლიტიკური იდიოტიზმის ტოლფასია, განსაკუთრებით ეტყობა . . „ლიბერალურ დემოკრატიულ ოპოზიციას“, როგორც თავს უწოდებენ, სინამდვილეში კი ჩვეულებრივ ტოტალიტარულ სექტას. მათი კომფორტის ზონა საკუთარი ლიბერალური გამორჩეულობის ეგზისტენციალური განცდაა და არ სურთ დაინახონ გარშემო არსებული რეალობა. ამის კარგი მაგალითი გახლდათ, 15 პოლიტიკური პარტიის მიერთბილისი პრაიდისდა გეი-აღლუმის ჯერ ღია და წერილობითი ფორმით მხარდაჭერა, შემდეგ კი ჩირგვებში შეძრომა, როდესაც მათთვის მწარე რეალობას შეეჯახნენ. პოლიტიკურმა იდიოტიზმმა არ მისცა მათ საშუალება დაენახათ ერთ მარტივი რამ - როდესაც უმცირესობა იწყებს საკუთარი დღის წესრიგის აგრესიულად თავს მოხვევას პატრიარქალური და ტრადიციულ-კონსერვატიული საზოგადოებისთვის, ეს საზოგადოება არ თვლის თავს ვალდებულად ეს მიიღოს და ამას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების შელახვად მიიჩნევს. მაგრამ ამ პარტიებმა „კომფორტის ზონაში“ ყოფნა ამჯობინეს და ეს კომფორტის ზონა გახლდათ საკუთარი „პრო-დასავლურობის“ დემონსტრირება.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიების თუ პოლიტიკოსების მიერ რეალობის იგნორირების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე დაკვირვება კარგი საშუალებაა მათი პოლიტიკური იდიოტიზმის ხარისხის დასადგენად. ეს დაკვირვება კი გვიჩვენებს, რომ პროცესი შორს არის წასული ხოლო მეტასტაზები კი მოდებული.

 

Katana . ზუსტი დიაგნოზია, მაგრამ რად გინდა, რა?!.
ელაპარაკე რეგვენსა - თავი ურტყი კედელსა!
3 წლის უკან
trampi ხოოოდა აი ვინც ხელს უწყობს საქართველოში ამ ბარდაგს , სწორედ იმათ უნდა ვარტყმევინოთ თავი კედელზე....
მოვა ოქტომბერიც ......
3 წლის უკან
არაგველი641 მადლობა ზაალ ანჯაფარიძეს კარგი ანალიზისთვის
3 წლის უკან