ჟურნალისტს ჟანგ ჟანს, რომელმაც მსოფლიოს პირველმა აცნობა უჰანში კორონავირუსის აფეთქების შესახებ, კიდევ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გაზაფხულზე 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. პირველი სასჯელი მას პანდემიის დაწყების შესახებ რეპორტაჟების გაკეთების გამო მიუსაჯეს.
ამჟამად, 42 წლის ქალს 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა "ჩინეთში დაპირისპირებისა და არეულობის პროვოცირების" ბრალდებით მიუსაჯეს.